ვიმედოვნებ, უკრაინის კონტრშეტევა ხელს შუწყობს მშვიდობისკენ ნაბიჯის გადადგმას. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას იმიტომ, რომ ჩვენ მშვიდობა გვინდა, რადგან უკრაინას რომ არ დავხმარებოდით, ის ახლა დაპყრობილი იქნებოდა და ჩვენ ვიქნებოდით ევროპისთვის გაცილებით დიდი საფრთხის წინაშე. უდიდესი რისკის ქვეშ იქნებოდნენ საქართველო, მოლდოვა და სხვა მრავალი ქვეყანა. ამიტომ, ჩვენ ამას ვაკეთებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად, მაგრამ ჩვენ გვინდა მშვიდობა, ასე რომ თუ ეს კონტრშეტევა სასარგებლო იქნება რუსების უკრაინიდან უკუგდებისთვის, ეს უკრაინას თავისუფლებას დაუბრუნებს.
განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ.