ტაბულას რეპორტიორს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გზის გადაკეტვას ედავებიან

ტაბულას რეპორტიორს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გზის გადაკეტვას ედავებიან

ტაბულას რეპორტიორ ნიკოლოზ ჭირაქაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გზის გადაკეტვას ედავებიან.

ტაბულას ცნობით, 4 თებერვალს ნიკოლოზ ჭირაქაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატელეფონო ზარით აცნობა, რომ სასამართლო პროცესზე უნდა წარსდგეს.

"4 თებერვალს, ტაბულას რეპორტიორს, ნიკოლოზ ჭირაქაძეს გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატელეფონო ზარით აცნობა, რომ 17 იანვარს მან რუსთაველზე გზა გადაკეტა და ამის გამო, სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს.

ნიკოლოზ ჭირაქაძე 17 იანვარს რუსთაველის გამზირზე ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, ეკიდა პრესის ბარათი. მეტიც, ნიკოლოზ ჭიქარაძე იმავე დღეს ტაბულას პირდაპირ ეთერში აშუქებდა საპროტესტო აქციას. ამავე პირდაპირ ეთერში მან პოლიციას თავიც წარუდგინა.

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ტაბულა ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი ექსტრაორდინარული სიტუაციის, ჟურნალისტების წამებისა და ცემის მიუხედავად, მუშაობას აგრძელებს პროფესიული სტანდარტის ორდინარული წესების დაცვით", - წერს ტაბულა.