![ხოშტარია: [სახაზინო ადვოკატი] აპირებს, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/4dfe4c5a-da5b-4773-916d-61ef7b35f827.png)
სვანეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილი ტურისტია.
გამოცემა Bm.ge მესტიის მუნიციპალიტეტის მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანს ესაუბრა.
"უშგულში 4 ალპინისტი გიდის გარეშე სრიალებდა, საიდანაც ერთი ადამიანი ზვავს ემსხვერპლა და გარდაიცვალა. დანარჩენები, ზვავის გვერდით დარჩნენ და გადარჩნენ. დაზიანება მათ არ აღენიშნებათ“, - თქვა მან.