სუს: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 11 მაისს დაკავებული გიორგი ტერაშვილი თავისუფალია

სუს: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 11 მაისს დაკავებული გიორგი ტერაშვილი თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 11 მაისს უკანონოდ დაკავებული გიორგი ტერაშვილი თავისუფალია.

"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 11 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ტერაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება", - ნათქვამია განცხადებაში.

სუს აღნიშნავს, რომ ტერაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც ცხელი ხაზის მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.