სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთეს.
მათი თქმით, კიბერშეტევის შედეგად ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მთლიანობა და ავთენტურობა დაირღვა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ცენტრმა შეტევა უმოკლეს ვადაში გამოავლინა. მთელი რიგი გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებების გატარების შედეგად აღნიშნული კიბერშეტევა აღკვეთილია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც სუს-ში ამბობენ, რომ ვებგვერდის სხვა მოწყვლადობის შემოწმების, ასევე, დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, ინციდენტის კვლევის დამატებითი მოქმედებები მიმდინარეობს.