სუს: ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია

სუს: ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსი ოკუპანტების მიერ 20 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია.

უწყების ცნობით იგი ამ დროისთვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

"გიორგი ბოლოთაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - წერია სუს-ის განცხადებაში.