სურსათის ეროვნული სააგენტო: არ შეიძინოთ ხორცი იქ, სადაც შენახვის პირობები არაა დაცული

სურსათის ეროვნული სააგენტო: არ შეიძინოთ ხორცი იქ, სადაც შენახვის პირობები არაა დაცული

სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ წინასაახალწლოდ ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე მოთხოვნა იზრდება და მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინონ ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც მისი შენახვის პირობები დაცული არაა.

"ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე);

ეტიკეტი განთავსებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას; ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია ხორცის წარმომავლობისა და სარეალიზაციო ვადების შესახებ.

ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სურსათის (რძე და რძის პროდუქტები, თევზი და თევზპროდუტები) გამოყენებით, ადამიანის დაავადების რისკი მაღალია. ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები", - აღნიშნულია სეს-ის განცხადებაში.