დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, უკრაინამ დაიმსახურა NATO-ში ყოფნა.
ამასთან, სუნაკი აღნიშნავს, რომ უკრაინა ალიანსის წევრი უნდა გახდეს.
"ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა.
NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს იმართება. მანამდე, სამიტამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა, რომ ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინის ალიანსში წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე კონსენსუსს მიაღწიეს.