სუმში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

სუმში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

სუმში რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვი, ხოლო დაშავდა მინიმუმ 84 პირი, რომელთაგან 10 არასრულწლოვანია. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სამსახურმა გაავრცელა.

სუმის მერმა არტემ კობზარმა დაადასტურა, რომ ქალაქს მტრის რაკეტები დაეცა, რის შედეგადაც „მრავალი ადამიანი დაიღუპა“. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა რეგიონში ბალისტიკური საფრთხის შესახებ გაფრთხილება თავდასხმამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე, დილის 10:17-ზე გასცეს.