NATO-ს გენერალური მდივანი, იან სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინის შეჭრა რუსეთის კურსკის ოლქში ლეგიტიმურია. ამის შესახებ მან გერმანულ მედიაგამოცემა Welt am Sonntag-ს განუცხადა.
"უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს. და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს უფლება საზღვარზე არ ჩერდება", - უთხრა სტოლტენბერგმა გამოცემას და დაამატა, რომ NATO უკრაინის გეგმების შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა.
სტოლტენბერგმა თქვა, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე წინსვლით რისკის ქვეშ იმყოფება, მაგრამ კიევის გადასაწყვეტია, როგორ განახორციელებს სამხედრო კამპანიას.
"პრეზიდენტი ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ ოპერაცია მიმართულია ბუფერული ზონის შესაქმნელად, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის შემდგომი თავდასხმები საზღვრიდან. როგორც ყველა სამხედრო ოპერაცია, ეს რისკებთან არის დაკავშირებული. მაგრამ ეს უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ დაიცვას საკუთარი თავი.