სტოლტენბერგი: უკრაინელები ჩვენს მოლოდინს აჭარბებენ, ახლა უფრო მეტ წარმატებას აღწევენ

ვხედავთ, რომ უკრაინელები ისევ და ისევ ჩვენს მოლოდინს აჭარბებენ. როდესაც რუსეთი შარშან შეიჭრა, არავინ ელოდა, რომ უკრაინა რამდენიმე დღეზე მეტ ხანს გაუძლებდა, მაგრამ ჩრდილოეთ კიევი, აღმოსავლეთ ხარკივი, სამხრეთ ხერსონი გაათავისუფლეს. ახლა უფრო მეტ წარმატებას აღწევენ. საჭიროა, მათ მიმართ ნდობა. ჩვენ რჩევებს ვაძლევთ, ვეხმარებით, მაგრამ ბოლოს, უკრაინელები უნდა იყვნენ ისინი, ვინც გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ამიტომ დღეს უფრო მეტადაა მნიშვნელოვანი მათი მხარდაჭერა, რადგან ვიცით, რომ ეს არ არის იოლი ბრძოლა უკრაინელებისათვის, მაგრამ ისინი წარმატებას აღწევენ.

განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CNN-თან ინტერვიუში.