სტოლტენბერგი: კონტრშეტევა წინ მიიწევს, უკრაინელები პოზიციებს იბრუნებენ

სტოლტენბერგი: კონტრშეტევა წინ მიიწევს, უკრაინელები პოზიციებს იბრუნებენ

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, კონტრშეტევა წინ მიიწევს და უკრაინელები პოზიციებს იბრუნებენ.

"კონტრშეტევა წინ მიიწევს. ეს არასდროს ყოფილა მარტივი. ბრძოლა უკრაინასა და რუსებს შორის დიდი ხნის წინ დაიწყო, მაგრამ უკრაინელები წინ მიიწევენ. ისინი პოზიციებს იბრუნებენ, რუსეთი კი პირიქით, კარგავს.

უკრაინას შეუძლია NATO-ს შემდგომი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებასა და ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციაში, რომელიც სამართლიანად ეკუთვნის უკრაინას. ჩვენ უკრაინასთან ვიქნებით მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება", - ამბობს NATO-ს გენერალური მდივანი.

10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. მან განაცხადა, რომ ქვეყანაში თავდაცვითი და კონტრშეტევითი მოქმედებები მიმდინარეობს.