სტოლტენბერგი: ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარება უკრაინისადმი მხარდაჭერაზე არ იმოქმედებს

სტოლტენბერგი: ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარება უკრაინისადმი მხარდაჭერაზე არ იმოქმედებს

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარება უკრაინისადმი მხარდაჭერაზე არ იმოქმედებს.

"NATO- წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ შეშფოთებული და შოკირებული არიან ისრაელზე ტერაქტის სისასტიკით, მაგრამ ეს არ შელახავს ჩვენს შესაძლებლობებს, მზადყოფნას და გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა.

ბოლო დღეებში, NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინისადმი მხარდაჭერის გასაფართოებლად ახალი მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს. გერმანიამ [უკრაინისთვის] გამოაცხადა საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, რომელიც თანამედროვე Patriot-ის დანადგარებს მოიცავს", - ამბობს სტოლტენბერგი.

გუშინ, სტოლტენბერგმა თქვა, რომ კონტრშეტევა წინ მიიწევს და უკრაინელები პოზიციებს იბრუნებენ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია NATO-ს შემდგომი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.