NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის პრიორიტეტი უკრაინის დახმარებაა, რათა რუსეთის წინააღმდეგ ომი მოიგოს.
"NATO-ს პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება, მაგრამ ახლა ის ორიენტირებულია იმაზე, რომ უკრაინამ ომი მოიგოს, რადგან უკრაინის ინტეგრაციისა და უფრო მჭიდრო ევროატლანტიკური თანამშრომლობისკენ სწრაფვის ერთადერთი გზა არის იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინა სუვერენულ სახელმწიფოდ იქცეს", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, ახლა ალიანსში მოკავშირეები ორიენტირებული არიან იმაზე, რომ უკრაინამ მიიღოს მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც მას რუსი ოკუპანტების განსადევნად სჭირდება.
30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის შესახებ განაცხადი შეაქვს.
"დღეს უკრაინას შეაქვს განაცხადი, რომ ეს გახდეს დე იურე. პროცედურის თანახმად, რომელიც შეესაბამება ჩვენს ღირებულებას მთელი ჩვენი საზოგადოების დასაცავად. დაჩქარებული წესით," - განაცხადა ზელენსკიმ.