სტოლტენბერგი: NATO-ს სამიტზე უკრაინის მხარდამჭერ მტკიცე პაკეტს ველოდები

NATO-ს ლიდერები არიან გადამწყვეტი და ძლიერები და ეს NATO-ს სამიტზე მტკიცედ იქნება გამოხატული, რომელზეც უკრაინის მხარდამჭერ მტკიცე პაკეტს ველოდები: NATO-ს ახალი წვრთნებითა და უკრაინის დახმარებით, მისი სარდლობით, ფინანსური დაპირებით, მეტი სამხედრო მხარდაჭერის დაანონსებით, უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებებით.

რაც ჩვენ, როგორც NATO-ს წევრებმა უნდა გავაკეთოთ, არის დავეხმაროთ უკრაინას გაძლიერებაში, რადგან ვიცით, რომ არსებობს ძალიან ძლიერი კავშირი მოლაპარაკებების მაგიდის ირგვლივ მომხდარს და ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას შორის.

განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე.