სტარმერმა უკრაინისთვის £1.6 მილიარდიანი დახმარება გამოაცხადა

სტარმერმა უკრაინისთვის £1.6 მილიარდიანი დახმარება გამოაცხადა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა უკრაინისთვის £1.6 მილიარდიანი დახმარება გამოაცხადა.

მისი თქმით, ეს უკრაინას საშუალებას მისცემს შეიძინოს საჰაერო თავდაცვის 5000-ზე მეტი რაკეტა, რომელიც დამზადდება ბელფასტში და შექმნის სამუშაო ადგილებს ბრიტანეთის თავდაცვის სექტორში.

ეს განცხადება სტარმერმა ლონდონში ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

სტარმერის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანია, უკრაინა ძლიერ მდგომარეობაში იყოს, რათა ძლიერი პოზიციიდან შეძლოს მოლაპარაკება.

"ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახლა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად და უკრაინის გასაძლიერებლად, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულის შეცდომებზე. არ შეგვიძლია, მივიღოთ ისეთი სუსტი შეთანხმება, როგორიც იყო მინსკის შეთანხმება, რომელიც რუსეთს მარტივად შეუძლია, რომ დაარღვიოს"- თქვა სტარმერმა.