
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად პროცესი პოლიტიკური იმპულსიდან სამხედრო დაგეგმარებაზე გადადის.
"დღეს რასაც ვაკეთებთ, არის გადასვლა პოლიტიკური იმპულსიდან, რომელიც შაბათ-კვირას გვქონდა… სამხედრო დაგეგმარებაზე, ასე რომ, ეს ხდება დღეს შტაბ-ბინაში…
კონცეფციიდან გეგმებზე გადასვლა, კონკრეტულად იმ მხრივ, თუ როგორ დავიცავთ უკრაინაში ცას, ზღვებსა და საზღვრებს უსაფრთხოდ”, - თქვა სტარმერმა.