სტამბოლში, სასამართლოს შენობაზე თავდასხმისას 6 ადამიანი დაიჭრა

სტამბოლში, სასამართლოს შენობაზე თავდასხმისას 6 ადამიანი დაიჭრა

სტამბოლში, სასამართლოს შენობაზე თავდასხმისას 6 ადამიანი დაიჭრა. გამოცემა Reuters-ის ცნობით, დაჭრილებს შორისაა 3 პოლიციელი.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდამსხმელები - ქალი და კაცი, მემარცხენე DHKP-C მებრძოლთა ჯგუფის წევრები იყვნენ. DHKP-C თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებადაა აღიარებული.

გამოცემის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა სასამართლო შენობის შესასვლელთან, დაცვის პუნქტზე განახორციელეს.

თურქეთის იუსტიციის მინისტრი, ილმაზ თუნჩი აცხადებს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.