
სტამბოლში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს. დელეგაციები ერთმანეთს სტამბოლში მდებარე რუსეთის გენერალურ საკონსულოში ხვდებიან.
რუსეთის დელეგაციას შეხვედრაზე ვაშინგტონში ახლადდანიშნული ელჩი ალექსანდრ დარჩევი, ხოლო ამერიკულს - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სონატა კულტერ წარმოადგენს.
ეს უკვე მეორე შეხვედრაა ამ ფორმატში, რომელიც სტამბოლში რუსეთსა და აშშ-ს შორის იმართება. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 27 თებერვალს გაიმართა.
Reuters-ის თანახმად, შეხვედრაზე მთავარი თემა დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესებაა, მათ შორის დიპლომატიური მისიების მუშაობის აღდგენაა ორივე ქვეყანაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თანახმად, უკრაინის საკითხი დღის წესრიგში არ არის.