რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე სპეცრაზმმა, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. ასევე, გაუშვეს წყლის ჭავლი.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია რამდენიმე საათის წინ დაიწყო. მასშტაბური აქციის პარალელურად, დღეს 83-მა დეპუტატმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა.