პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ 9 აპრილის ქუჩაზე, ასევე საკანონმდებლო ორგანოს უკანა მხარესაც სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს. პარალელურად, ადგილზე ცრემლმდენ გაზს უშვებენ.
პოლიციამ ადგილზე შეკრებილების ძალისმიერი მეთოდით დაკავებაც დაიწყო.
ადგილზე ვითარება დაძაბულია - საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებენ. ისინი მომიტინგეების მისამართით სხვადასხვა საგნებს ისვრიან, რის შემდეგაც მოქალაქეები ამ ნივთებს მათ საპასუხოდ უბრუნებენ.
პარლამენტის მთელს პერიმეტრზე საპოლიციო ძალებია განთავსებული.