სპეცდანიშნულების რაზმმა როგორც ჩიტაძის, ისე ჭიჭინაძის ქუჩის ბოლომდე დაიწია და მომიტინგეებისგან გაათავისუფლა. ამასთან, თავისუფლების მოედანზე მობილიზებული რაზმი რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა.
მომიტინგეებს გამაფრთხილებელი სიგნალი დაშლისკენ მოუწოდებს. მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც, რომლის გამოყენებაც უკვე დაიწყეს.
როგორც ცნობილია, სპეცრაზმელებმა ძალის გამოყენებით რამდენიმე პირი დააკავეს.
აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროს მიამრთულებით გადაადგილდებიან.