სოფელ ნერგეეთში მეწყრის შედეგად დაღუპული მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს

სოფელ ნერგეეთში მეწყრის შედეგად დაღუპული მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც ღამით მეწყერი ჩამოწვა, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად სულ დაიღუპა 5 ადამიანი.

ამ დროისთვის მაშველები 4 ადამიანს ეძებენ.

უხვი ნალექის გამო გვიან ღამით სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი მოქალაქის ამოყვანა შეძლეს.