სოფელ მეჯვრისხევში სანადირო თოფით 1 ადამიანი მოკლეს

სოფელ მეჯვრისხევში სანადირო თოფით 1 ადამიანი მოკლეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სანადირო თოფიდან გასროლით 1 ადამიანი მოკლეს.

შსს აცხადებს, რომ შემთხვევა წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, ხოლო დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მათივე ცნობით, დამნაშავე დაკავებულია, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაკავებულს თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.