სომხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა დაკეტილია

სომხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა დაკეტილია

სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობაა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ლორეს ოლქში მდინარეები ადიდდა, რის გამოც ასობით მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. დაიტბორა რამდენიმე დასახლებული პუნქტი, განადგურდა გზები და გიდი.

წყალდიდობის გამო ადგილობრივ ხელისუფლებას საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვა მოუწია, ასევე შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთ კაცს ამ დრომდე ეძებენ - ის ადიდებულ მდინარეში ჩავარდა.