სომხეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 2 პილოტი ემსხვერპლა

სომხეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 2 პილოტი ემსხვერპლა

სომხეთში, ქალაქ იეგვარდთან ახლოს სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს თანახმად, შემთხვევის შედეგად 2 პილოტი დაიღუპა. ავიაკატასტროფა დილით, 09:30 საათისთვის მოხდა.

ავიაკატასტროფა განიცადა YAK 52-ის ტიპის თვითმფრინავმა. თვითმფრინავი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა, სავარჯიშო დავალებას ასრულებდა.

მომხდარზე სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.