სომხეთმა უკრაინას ომის დაწყების შემდეგ პირველად გაუგზავნა დახმარება

სომხეთმა უკრაინას ომის დაწყების შემდეგ პირველად გაუგზავნა დახმარება

ომის დაწყების შემდეგ პირველად სომხეთმა უკრაინას დახმარება გაუგზავნა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიას წყაროები უყვებიან, რომ ერევანი რამდენიმე დღეში ოფიციალურად გამოაცხადებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას. ამჟამად უცნობია, კონკრეტულად რა გაუგზავნა ქვეყანამ.

სომხეთის მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჯერჯერობით, ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ადრე განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში სომხეთი რუსეთს მხარს არ უჭერს.