სოლოვიოვი: გაჩერდით, სანამ გვიანი არაა, არაფერია სამოქალაქო ომზე საშინელი

მძიმე დროა, არ ველოდი თუ ამას მოვესწრებოდი. ქვეყანა ომობს. ახლა ზაპოროჟიედ ვბრუნდები. ჩემი თვალებით ვნახე ნამდვილი გმირები. ბევრს დავდივარ. "მუზიკანტებთან" ვიყავი სოლედარში, არტიომოვკაში, ნამდვილი გმირები ვნახე ზაპოროჟიეში, ხერსონში, დონეცკსა და ლუჰანსკში [...]. დრეს ყველა კითხვა, რომელიც მოვისმინე, იყო იმაზე, რა ხდება სახლში? 25 ათასი ადამიანი ძალიან გამოგვადგებოდა ფრონტზე. მარში? მარში აუცილებელია ლვოვისკენ, კიევისკენ და თუ საჭირო იქნება კიდევ უფრო შორს. მაგრამ როდესაც უყურებ, რა ხდება და ფიქრობ, რა მომხდა, აჯანყება, მუსილონის მარში რომზე, რაზე ვსაუბრობთ? ჩვენ ხომ რუსი ხალხი ვართ, ჩვენ ხომ სამშობლო გვიყვარს. [...] ბიჭებო, გონს მოეგეთ, მტერი იქაა, კიევში. გაჩერდით, სანამ გვიანი არაა, ქვეყანა არ დავკარგოთ. არაფერია სამოქალაქო ომზე საშინელი.

რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ვიდეომიმართვა ჩაწერა.