სობიანინის თქმით, მოსკოვთან ახლოს დრონები ჩამოაგდეს

სობიანინის თქმით, მოსკოვთან ახლოს დრონები ჩამოაგდეს

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქთან სამი დრონი ჩამოაგდეს.

"თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ლიუბერცის რაიონში მოიგერიეს მოსკოვის მიმართულებით მფრინავი დრონები. წინასწარი მონაცემებით, ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, ნგრევა და მსხვერპლი არ არის. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სპეციალისტები მუშაობენ", - დაწერა მან ტვიტერზე.

მოგვიანებით, სობიანინმა განაცხადა, რომ ორი დრონი რამენსკის რაიონში ჩამოაგდეს. ჯამში, როგორც ცნობილია, მოსკოვის ოლქში 13 დრონი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი რამენსკის რაიონში მრავალსართულიან შენობას მოხვდა, სადაც ხანძარი გაჩნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია დრონების თავდასხმის შესახებ რუსეთის სხვა ოლქებში. ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზოვი ამბობს, რომ საჰაერო თავდაცვამ 59 დრონი ჩამოაგდეს. ტულის ოლქში ჩამოაგდეს ორი დრონი, ერთ-ერთის ნამსხვრევები, როგორც ამტკიცებენ, "საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე" ჩამოვარდა.