სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნება

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნება. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

"საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შეიქმნება 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: საზოგადოებრივი მოძრაობები, პროტესტში მონაწილე აქტივისტები, სტუდენტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრები, კულტურის სფეროს, ბიზნესსექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და ,წინააღმდეგობის პლატფორმის წარმომადგენლები", - ნათქვამია განცხადებაში.