24 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე მისი ორი მეგობარი დააკავეს. ერთი - უშუალოდ მკვლელობის ბრალდებით, მეორე - გამოძიებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო. ერთ-ერთი მაშინ დაიჭირეს, როცა ქვეყნის დატოვებას აპირებდა. დანაშაული ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღით. კონფლიქტი თბილისში, ერთ-ერთ კაფეში დაიწყო. დაპირისპირება იქვე, გრიბოედოვის ქუჩაზე გაგრძელდა და ჭავჭავაძეზე მკვლელობით დასრულდა. სროლას წინ საქმის გარჩევა უძღოდა.