
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინამ დონეცკის ოლქში 3 სოფელი დაიბრუნა.
მისივე თქმით, კიდევ 2 სოფელზე კონტროლი დაიბრუნეს.
"ჩვენმა ჯარებმა წარმატებით განახორციელეს კონტრშეტევა და დონეცკის ოლქში 3 სოფელი მტრისგან გაწმინდეს.
სიტუაცია მართლაც რთულია, მტერმა ძირითადი ძალისხმევა ფრონტის ამ მონაკვეთზე გაამახვილა, მაგრამ ჩვენ ხაზი უნდა შევინარჩუნოთ. დახმარება სამხედრო ოპერაციების ორგანიზებაში იქნება უზრუნველყოფილი. დამატებითი საბრძოლო მასალის, დრონების და ელექტრონული საბრძოლო მასალის საკითხები მოგვარებულია", - ამბობს სირსკი.