უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს აცნობა, რომ კურსკის ოლქში ჯარები დამატებით 1-3 კილომეტრით დაწინაურდნენ.
"ჯარები მოწინააღმდეგის მხარეს გარკვეულ მიმართულებით 1-დან 3-კილომეტრამდე დაწინაურდნენ. ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ ბრძოლები მიმდინარეობს. საერთო ჯამში, სიტუაცია კონტროლირებადია", - განაცხადა მან.
გარდა ამისა, უკრაინის დარტყმის შედეგად კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე ხიდი აფეთქდა. ინფორმაცია რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის მრჩეველმა, რომან ალეხინმა გაავრცეკა.
როგორც რუსული მედიები წერენ, ხიდის აფეთქების შედეგად 20-მდე დასახლებული პუნქტია მოწყვეტილია. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნულ რაიონში სეიმის ხიდი რუსული არმიის მომარაგების მთავარი პუნქტი იყო.