საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე იმუქრება, რომ თუ აქციის მონაწილეები "კანონის ჩარჩოებს გასცდებიან", შსს "უმკაცრეს ზომებს" მიიღებს.
გარდა ამისა, მისი თქმით, ყველა ის პირი იქნება იდენტიფიცირებული, რომელიც "პოლიციელზე ახორციელებს თავდასხმას".
"ბოლო დღეებში ფაქტობრივად ყველა ვხედავთ, მათ შორის საზოგადოება და თქვენც, რომ გარკვეული პირები ახდენენ სხვადასხვა სახის ძალადობრივ ქმედებებს, პიროტექნიკას ესვრიან პოლიციის დანაყოფებს, მთელ ქალაქში გადაწვეს, დაამტვრიეს სხვადასხვა ინვენტარი, ქალაქის ინფრასტრუქტურა და პოლიცია მზადაა იმისთვის, რომ აღკვეთოს მსგავსი ძალადობრივი ქმედებები და აუცილებლად აღვკვეთავთ და ყველა იმ პირს ვაფრთხილებთ, არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შსს მიიღებს უმკაცრეს ზომებს"- თქვა სირაძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იდენტიფიცირებული იქნებიან თუ არა ის პოლიციელები, რომლებიც მოქალაქეებზე ძალადობენ, სირაძემ ასე უპასუხა:
"ნებისმიერი უკანონო ქმედება, რომელიც ჩადენილი იქნება, იქნება ეს პოლიციელი თუ მოქალაქე, მივიღებთ შესაბამის ზომებს"- თქვა სირაძემ.