
სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესი ნაწილობრივ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა სხდომის გახსნასთან დაკავშირებით.
პროცესს ესწრებიან მხარეები და მედია. მოსამართლემ პატიმრების ახლობლები და ოჯახის წევები დარბაზში არ დაუშვა.
11 პირის წინა პროცესზე მოსამართლემ დამსწრეები "წესრიგის დარღვევის" გამო გააძევა.
დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელოს.
დღეს საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის სხდომა.