სინდისის პატიმრების საქმეზე მოსამართლე მოულოდნელად შეიცვალა, ადვოკატებმა აცილება მოითხოვეს

სინდისის პატიმრების საქმეზე მოსამართლე მოულოდნელად შეიცვალა, ადვოკატებმა აცილება მოითხოვეს

სინდისის პატიმრების - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის, ირაკლი ქერაშვილის საქმეს მოსამართლე ნინო თარაშვილის ნაცვლად, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე განიხილავს.

ეს ინფორმაცია სინდისის პატიმრების ადვოკატებმა გუშინ გვიან ღამით გაიგეს, რის გამოც მათ დღევანდელ სხდომაზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

ადვოკატები განმარტავენ, რომ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე ცამეტტომიანი საქმის გაცნობას ასეთ მოკლე დროში ვერ შეძლებდა, ამიტომ ის ამ საქმესთან მიმართებაში ვერ იქნებოდა ობიექტური.

ადვოკატების მოთხოვნა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ არ დააკმაყოფილა და თქვა, რომ მან ერთ ღამეში შეძლო საქმის სრულყოფილად გაცნობა.

ამ წუთებში 11 სინდისის პატიმრის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.