სინდისის 8 პატიმარს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობა მიუსაჯა

სინდისის 8 პატიმარს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობა მიუსაჯა

პროევროპული აქციების დროს დაკავებულ 8 პირს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობა მიუსაჯა.

ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე და ზვიად ცეცხლაძე მოსამართლემ ციხეში 2 წლითა და 6 თვით გაუშვა.

მათ ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებოდათ, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ხოლო მოსამართლემ აღნიშნული მუხლი 226-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს ან გულისხმობს მასში აქტიურ მონაწილეობას.

ხოლო ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

მათ ბრალდება 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.