
პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი იქნება გაფართოება აღმოსავლეთით და სამხრეთით. ეს იქნება პოლიტიკური ცვლილებები, რაც იმას ნიშნავს რომ, ევროკავშირი განსაკუთრებულად პასუხისმგებელი იქნება გაფართოებაზე.
მოლდოვაზე ვსაუბრობთ თუ დასავლეთ ბალკანეთზე, უნდა დავრწმუნდეთ, რომ წინააღმდეგობას გავუწევთ ანტიდემოკრატიულ ძალებს და ასევე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამ ქვეყნების ენთუზიაზმიც.
ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ანტიდემოკრატიულ კურსს - მაგალითად, ქართულ ოცნებას, რომელიც საქართველოში ხელისუფლებაშია. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ და პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ პროევროპულ ძალებს უკრაინასა და საქართველოში.
თქვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს.