სიჭინავა: ზარქუას პირადი მოთხოვნით დამაყადაღეს

სიჭინავა: ზარქუას პირადი მოთხოვნით დამაყადაღეს

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ სიჭინავას ინფორმაციით, ირაკლი ზარქუას პირადი მოთხოვნით, ანგარიშები დაუყადაღეს.

"ზარქუას პირადი მოთხოვნაა, რადგან ჩემი შვილი მარჩენალდაკარგულის სოციალური სტატუსით სარგებლობდა, სახელმწიფოს უფლება არ ჰქონდა ჩემი ანგარიშები დაეყადაღებინა", - წერს აქტივისტი.

სიჭინავამ გუშინ, 21 მაისს დაწერა, რომ ზარქუამ უჩივლა. მანამდე აქტივისტი ზარქუას ერთ-ერთ სასტუმროში დახვდა.

განახლება: 13:45 საათზე სიჭინავამ დაწერა, რომ ყადაღა მოუხსნეს