ჰადსონის ინსტიტუტის კლეპტოკრატიის კვლევის ცენტრის დირექტორი, ნეით სიბლი ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ "ივანიშვილის მსგავს კლეპტოკრატებს არასდროს უნდა შეეძლოთ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების, მათი მოპარული სიმდიდრის გასათეთრებლად გამოყენება".
სიბლი აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები (BOT) დიდი ხანია განიხილება, როგორც საგადასახადო სამოთხე. მაგრამ ბოლო წლებში ყურადღების ცენტრში მოექცა მათი, როგორც ფულის გათეთრების გლობალური ცენტრების როლი. სტატიაში ნათქვამია, რომ ადრე როგორც კონსერვატიული მთავრობა, ამჯერად გაერთიანებული სამეფოს მმართველი ლეიბორისტული მთავრობა, ზეწოლის ქვეშ იმყოფება, გააძლიეროს კორპორატიული გამჭვირვალობა და განდევნოს ბინძური ფული. როგორც ავტორი სტატიაში წერს, სანამ ისინი მუშაობენ ამისათვის, მინისტრებმა ასევე უნდა ისარგებლონ იმით, რომ დასავლეთის ამდენი მტერი დამოკიდებულია ბრიტანეთის ოფშორული იმპერიის ფინანსურ საიდუმლოებაზე.
ნეით სიბლი წერს, რომ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების მდიდრების მისაზიდად შემუშავებულმა პოლიტიკამ ასევე მიიზიდა კრიმინალები, რომლებიც აშკარა მიზეზების გამო ზრუნავდნენ თავიანთი ქვეყნების ხელისუფლებისთვის რომ დაემალათ თავიანთი ფინანსური შეთანხმებები.
"გაერთიანებულ სამეფოს ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა ჩინეთის, რუსეთის, ირანის და სხვა კლეპტოკრატიული დიქტატურის აღზევების ხელშეწყობაზე, რომლებმაც გააძლიერეს თავიანთი მმართველობა სახლში, ახლა მიზნად ისახავს გლობალური წესრიგის დამხობასა და დასავლეთის ჩანაცვლებას.
ამის ერთ-ერთი გადაუდებელი მაგალითია ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პოტენციური დიქტატორი. მისი მმართველი პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება არ მალავს თავის გეგმას, დაამხოს მოსახლეობის მისწრაფებები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და სანაცვლოდ საქართველო დააბრუნოს რუსეთის კონტროლის ქვეშ.
ივანიშვილმა, ასევე, გახსნა თავისი ქვეყანა და ევროპა ჩინეთის კომუნისტური პარტიის დამღუპველი გავლენისთვის, აშშ-ს მიერ სანქცირებული ჩინური სახელმწიფო კომპანიების მოწვევით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად", - განაცხადა სიბლმა.
ამასთან, სიბლის სტატიაში ვკითხულობთ, რომ დეკემბერში, გაერთიანებული სამეფო შეერთებულ შტატებს სანქციების დაწესებაში შეუერთდა და დაასანქცირა ხუთი ქართველი მაღალჩინოსანი, რომლებმაც პროდემოკრატიული პროტესტების ძალადობრივად ჩაახშეს.
სიბლის თქმით, იანვარში აშშ ერთი ნაბიჯით წინ წავიდა და თავად ბიძინა ივანიშვილს დიდი ხნის დაგვიანებული სანქციები დაუწესა. სიბლის ცნობით, დიდ ბრიტანეთს ჯერ იგივე არ გაუკეთებია, ევროკავშირმა ვერ შეძლო მოქმედება რუსეთისადმი მეგობრული უნგრეთის და სლოვაკეთის ლიდერების მიერ ახლა პროგნოზირებადი ვეტოების გამო.
ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გამოავლინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი 95 კომპანია, რომლებიც რეგისტრირებულია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და კაიმანის კუნძულებზე.
"აღნიშნულ კუნძულებს და ასევე, ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებს, მოეთხოვებათ სანქციების აღსრულება კომპანიებთან ნებისმიერი ტრანზაქციის აკრძალვით და მათ საკუთრებაში არსებული აქტივების გაყინვით. ივანიშვილის მსგავსი კლეპტოკრატები იშვიათად არიან ისეთი სულელები, რომ თავიანთი კვერცხი ერთ კალათაში შეინახონ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი საზღვარგარეთული ფინანსური აქტივები BVI-ს ან კაიმანის საბანკო ანგარიშებზე იყოს. ის განთავსებულია სხვა იურისდიქციებში მსგავსი სუსტი ზედამხედველობით, მაგრამ უკეთესი ფინანსური სექტორებით", - აღწერილია სტატიაში.
ნეით სიბლი აცხადებს, რომ ლიბერალ-დემოკრატმა პარლამენტის წევრმა, ჯეიმს მაკკლირიმ, წარადგინა პირველი დღის შუამდგომლობა (არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც გარკვეულწილად ჰგავს კონგრესის აზრს), რომელიც მოუწოდებს ლეიბორისტულ მთავრობას ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას. სიბლი, ასევე, აღნიშავს, რომ რამდენიმე დეპუტატმა ხელი მოაწერა, თუმცა თითოეული მათგანი რეგუალურად არ აწერს ხელს და ძირითადად, უმნიშვნელო მხარდაჭერაზე საუბრობს.
"მაკკლირი არ არის ერთადერთი პარლამენტარი, რომელმაც შეამჩნია დიდი ბრიტანეთის უცნაური შეფერხება ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებაში. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა, კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა და ასევე, მოუწოდა გაერთიანებულ სამეფოს დაუყონებლივ სანქციები დაუწესოს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეგობარს ბიძინა ივანიშვილს, მის უახლოეს ოჯახსა და მის ხელშემწყობთა ქსელს", - წერს ნეით სიბლი.