სიბიჰა: კრემლი უკრაინაში კრიტიკულ ბირთვულ ობიექტებზე შეტევას გეგმავს

სიბიჰა: კრემლი უკრაინაში კრიტიკულ ბირთვულ ობიექტებზე შეტევას გეგმავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა აცხადებს, რომ კრემლი უკრაინის ტერიტორიაზე კრიტიკულ ბირთვულ ობიექტებზე შეტევას გეგავს.

ამის შესახებ მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

"ეს ეხება ღია სადისტრიბუციო მოწყობილობებს, ატომურ ელექტროსადგურებსა და გადამცემ ქვესადგურებზე, რომლებიც გადამწყვეტია ბირთვული ენერგიის უსაფრთხო მუშაობისთვის. რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც გაიტაცა ატომური ელექტროსადგური ევროპაში და აშანტაჟებდა მსოფლიოს", - ამბობს ანდრიი სიბიჰა.

გაეროს წესდების თანახმად, უკრაინას რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების გარანტია აქვს. სიბიჰა პარტნიორებსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიაციას, ასევე მეგობარ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ მოსალოდნელი შემთხვევა თავიდან აიცილონ.

"ამ ობიექტების დაზიანება ქმნის ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს - გლობალური შედეგებით. ჩვენმა სპეცსამსახურებმა ეს მონაცემები ჩვენს პარტნიორებს გადასცეს. ინფორმირებულია IAEA-ც", - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.