შვედეთმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 3,7 მილიონი დოლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შვედეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სტოკჰოლმი ჰუმანიტარულ მხარდაჭერას გაეროს კვების პროგრამის მეშვეობით უზრუნველყოფს.
ამასთან, დეკემბერში შვედეთმა უკრაინის მხარდასაჭერად 1,4 მილიარდი კრონი გამოყო.
გასულ კვირას შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა დაადასტურა, რომ NATO-ში საბოლოო გაწევრიანების შემდეგ, ქვეყანა არ გამორიცხავს, უკრაინას თავისი საბრძოლო თვითმფრინავები Gripen-ები მიაწოდოს.