შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის თავიდან ინიციირება შეშფოთებას იწვევს. შვედეთის საგარეო უწყება მოუწოდებს ხელისუფლებას, რეფორმები ევროპული მისწრაფებების შესაბამისად გაატაროს.
"ქართული ოცნების განცხადება "უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელახლა ინიციირების შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს გაატარონ რეფორმები საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, რასაც მხარს უჭერს მისი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა", - აღნიშნულია განცხადებაში.
დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.