საქართველოში მმართველმა უმრავლესობამ გადაწყვიტა, გადაელახა პრეზიდენტის ვეტო და მიეღო კანონი საგარეო გავლენის შესახებ, მიუხედავად დიდი პროტესტის, საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციისა, გაუქმებულიყო ეს კანონი.
ვინაიდან კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან, გადაწყვეტილებას ექნება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე.
ტობიას ბილსტომის განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინსიტრო ვებ-გვერდზე ავრცელებს.