შვედეთის პრემიერი: შვედეთი უკრაინის გვერდით დგას. დიდება უკრაინას!

შვედეთი უკრაინის გვერდით დგას. თქვენ იბრძვით არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისთვის. დიდება უკრაინას!

წერია შვედეთის პრემიერმინისტრის, ულფ კრისტერსონის სოციალურ ქსელში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, დღეს, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

ზელენსკისა და ტრამპის პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის წარმომადგენლებმა თეთრი სახლი დატოვეს.