შუქრუთელი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს

შუქრუთელი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შუქრუთელი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას OC MediA-ს თანადამფუძნებელი მარიამ ნიკურაძე ავრცელებს.

"სიცოცხლით და იუმორით სავსე გიორგი ცუდად გახდა. ლაპარაკიც უჭირდა გასინჯვის დროს. 39 ჰქონდა შაქარი რომ გაუზომეს. ცოტა ხნის მერე უკონტაქტო გახდა. საავადმყოფოში გადაიყვანეს"- წერს ის.

შუქრუთის მოსახლეობა თვეებია აქციებს მართავს. ისინი ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზი წლებია, რაც მათ კერძო საკუთრების ქვეშ მანგანუმს მოიპოვებს, რამაც სახლების დაზიანება გამოიწვია. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიამ მოსახლეობის წინაშე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება დაარღვია და იძულებულები გახდნენ, პროტესტის ამ ფორმისთვის მიემართათ.

პროტესტში ჩართვის გამო კი შპს მაღაროელმა 3 მშრომელი გაათავისუფლა.

აქციამ თბილისში 11 სექტემბერს გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეები რამდენიმე კვირაა შიმშილობენ.