შსს: ვერტმფრენმა დღეს 9 რეისი შეასრულა - სტიქიის ზონიდან 140 მოქალაქეა გამოყვანილი

შსს: ვერტმფრენმა დღეს 9 რეისი შეასრულა - სტიქიის ზონიდან 140 მოქალაქეა გამოყვანილი

შსს-ს ინფორმაციით, ვერტმფრენმა დღეს 9 რეისი შეასრულა - სტიქიის ზონიდან 140 მოქალაქეა გამოყვანილი.

ვერტმფრენმა შოვში მუშობა დღეს დილას განაახლა.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა.

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.

კურორტ შოვში მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ფორმულას შსს-მ დაუდასტურა.

შსს-ის ცნობით, 3 აგვისტოს შოვში სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გამოიყვანეს და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

ბოლო ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში მყოფ 44 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.