შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში კაცმა ყოფილი მეუღლე მანქანაში მოკლა, ცხედარი კი მეორე დღეს, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ხევში გადააგო.
კაცი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.