შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "მას შემდეგ, რაც უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებიც შენობიდან უსაფრთხოდ გამოსვლა" საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია სრულად დატოვეს.
"პროტესტის გამომხატველებს შესაძლებლობა აქვთ აქცია გამართონ მათთვის სასურველ ადგილზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და არ განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები", - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა.