პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

83 მომხრე, 23 წინააღმდეგი - პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

ქართულმა ოცნებამ კენჭისყრა რუსთაველის გამზირზე მასშტაბური პროტესტის ფონზე ჩაატარა.

საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან 4 დეპუტატი, თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი და გიორგი ბოტკოველი გააძევა.